воскресенье, 4 октября 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დღე დავასრულეთ ტრენინგი,გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,მოვისმინეთ მონაწილეთა პრეზენტაციები,ყველა პრეზენტაციას შევაფასებ დადებითად,დღე ძალიან კარგად დასრულდა,ვთვლი,რომ ძალიან სასარგებლო ტრენინგი იყო,ბევრი რამ ვისწავლე.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს-ნინო მარღიშვილს!

суббота, 3 октября 2015 г.

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა,ასევე შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი,რომლითაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს დავეხმარებით პრეზენტაციის შექმნისას.
 ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე.

воскресенье, 27 сентября 2015 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების სქემა,სადაც გამოვყავით სამი ჯგუფი:განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებები,არაქართულენოვანი მოსწავლის საჭიროებები და განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლის საჭიროებები.გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა,გავანაწილეთ კრიტერიუმები და წონა მივანიჭეთ მათ.

воскресенье, 20 сентября 2015 г.

ტრენინგის მე-5 დღე

დღეს გავეცნით საავტორო უფლებებს,ვისწავლეთ ვიდეორესურსების ჩასმა ბლოგზე,დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის შექმნა,კარგი იყო,მაგრამ დავიღალე...

ჩემი საქართველო აქ არის (შიდა ქართლი)

суббота, 19 сентября 2015 г.

ტრენინგის მე-4 დღე

დღეს ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან კმაყოფილი ვარ,მაგალითად,ბლოგის დიზაინის შექმნა,სურათების ჩასმა.ასევე გავაკეთეთ პროექტის შეფასების გეგმა შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე.ეს მიზნებია:მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება,თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა,პროგრესის მონიტორინგი,ნასწავლის გააზრება და შემოწმება,გაგებისა და უნარების დემონსტრირების შემოწმება.